Tuesday, February 10, 2015

ლენინი - სოციალიზმი და რელიგია

მთელი თანამედროვე საზოგადოება აგებულია მუშათა კლასის უდიდესი მასების ექსპლოატაციაზე, მოსახლეობის სულ უმნიშვნელო უმცირესობის მიერ, რომელიც მიწათმფლობელთა და კაპიტალისტთა კლასს ეკუთვნის. ეს საზოგადოება მონათმფლობელურია, ვინაიდან კაპიტალისათვის მთელ სიცოცხლეში მომუშავე “თავისუფალ” მუშებს “უფლება აქვთ” მხოლოდ ისეთ საარსებო საშუალებებზე, რაც აუცილებელია მოგების შემქმნელი მონების შესანახად, კაპიტალისტური მონობის უზრუნველყოფისა და მარადისობისათვის.
მუშების ეკონომიჯური ჩაგვრა უცილობლად იწვევს და წარმოშობს ყოველგვარი სახის პოლიტიკურ ჩაგვრას, სოციალურ დაბეჩავებას, მასების სულიერი და ზნეობრივი ცხოვრების გატლანქებასა და დაბნელებას. მუშებს შეუძლიათ მეტ-ნაკლები პოლიტიკური თავისუფლება მოიპოვონ თავიანთი ეკონომიური განთავისუფლებისათვის საბრძოლველად, მაგრამ ვერავითარი თავისუფლება ვერ იხსნის მათ სიღატაკისა, უმუშევრობისა და ჩაგვრისაგან, სანამ კაპიტალის ბატონობას არ დაამხობენ. რელიგია ერთ-ერთი სახეა სულიერი ჩაგვრისა, რომელიც ყველგან და ყოველ ადგილას ლოდად აწევს მუდამ სხვებისთვის მუშაობით, გაჭირვებითა და მარტოობით დათრგუნვილ ხალხის მასებს. ექსპლოატირებულ კლასთა უძლურება ექსპლოატატორებთან ბრძოლაში ისევე გარდუვლად წარმოშბს უკეთესი საიქიო ცხოვრების რწმენას, როგორც ველურის უძლურება ბუნებასთან ბრძოლაშ წარმოშბს ღმერთთა, ეშმაკთა სასწაულთა და სხვათა რწმენას. იმას, ვინც მთელ სიცოცხლეში მუშაობს და გაჭირვებულია, რელიგია ასწავლის მორჩილებას და მოთმინებას სააქაო ცხოვერბაში და ანუგეშებს ზეციური ჯილდოს იმედით. ხოლო იმათ, ვინც სხვისი შრომით ცხოვრობს, რელიგია სააქაო ცხოვრებაში ქველმოქმედებას აწავლის, მთელი მათ ექსპლოატატორული არსებობის გასამართებლად ძალიან იაფ საშუალებას აწვდის და ხელსაყრელ ფასად აძლევს ზეციური კეთლდღეობის ბილეთებს. რელიგია ხალხის ბანგია. რელიგია სულიერი მათრობელასმაგვარი რამაა, რომელშიც ახრჩობენ კაპიტალის მონები თავიანთ ადამიანურ სახეს, ადამიანის რაოდენამდე ღირსი ცხოვრების მოთხოვნებს.
მაგრამ მონა, რომელსაც თავისი მონობა შეუგნია და თავისი განთავისუფლებისათვის ბრძოლა დაუწყია, სანახევროდ უკვე მონა აღარაა. თანამედროვე შეგნებული მუშა, მსხვილი საფაბრიკო მრეწველობის მიერ აღზრდილი, ქალაქის ცხოვრებით განათლებული, ზიზღთ უკუაგდებს რელიგიურ ცრურწმენას; იგი ზეცას ხუცებისა და ბურჟუაზიული მუზმუზელების განკარგულებაში სტოვებს, ხოლო თვითონ უკეთესი ცხოვრების მოსაპოვებლად იბრძვის აქვე, დედამიწაზე. თანამედროვე პროლეტარიატი სოციალიზმის მხარეზე დგება, სოციალიზმი კი მეცნიერებას იშველეიბს რელიგიურ ბურუსთან საბრძოლველად ად მუშას საიქიო ცხორების რწმენისგან ათავისუფლებს იმით, რომ რაზმავს მას ამქვეყნიური უკეთესი ცხოვრებისათვის ნამდვიალდ საბრძოლველად.
რელიგია კერძო საქმედ უნდა გამოცხადდეს – ჩვეულებრივ ამ სიტყვებით გამოხატავენ ხოლმე სოციალისტების დამოკიდებუელბას რელიგიისადმი. მაგრამ ამ სიტყვების მნიშვნელობა ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, რათა მათ არავითარი გაუგებრობა არ გამოიწვიონ. ჩვენ მოვითხოვთ რელიგია კერძო საქმედ იყოს მიჩნეული სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია რელიგია კერძო საქმედ მივიჩნიოთ ჩვენი საკუთარი პარტიის მიმართ. სახელმწიფოს არავითარი საქმე არ უნდა ჰქონდეს რელიგიასთან, რელიგიური საზოგადოებანი არ უნდა იყვნენ დაკავშირებული სახელმწიფო ხელისუფელბასთან. ყველა სრულიად თავისუფალი უნდა იყოს იწამოს რომელი რელიგიაც უნდა ან არაივთარი რელიგია არ იწამოს, ე. ი. იყოს ათეისტი, როგორიც ჩვეულებრივ არის ხოლმე ყოველი სოციალისტი. სრულიად დაუშვებელია მოქალაქეთა რაიმე უფლებრივი განსხვავება მათი სხვადასხვა ერლიგიური რწმენის გამო. ოფიციალურ დოკუმენტებში ყოველგვარი ხსენებაც კი მოქალაქეთა ამა თ იმ სარწმუნოების აღიარების შესახებ აუცილებლად უნდა მოისპოს. არავითარი სახელმწიფო თანხა არ უნდა ეძლეოდეს ეკლესიას, არავითარი სახელმწიფო თანხა არ უნდა ეძლეოდეს საეკლესიო და რელიგიურ საზოგადოებებს, რომელნიც უნდა გახდნენ თავისუფალ, ხელისუფლებისაგან სავსებით დამოიკიდებელ მოქალაქე-თანამოაზრეთა კავშირებად. მხოლოდ ამ მოთხოვნათა ბოლომდე განხორციელებით შეიძლება ბოლო მოეღოს იმ სამარცხვინო და წყეულ წარსულს, როდესაც ეკლესია სახელმწიფოს ყმა იყო, ხოლო რუსეთის მოქალაქენი სახელმწიფო ეკლესიის ყმები იყვნენ, როდესაც არსებობდა და მოქმედებდა შუასაუკუნებრივი, ინკვიზიტორული კანონებ (ეს კანონები აქამდე დარჩენილაი ჩვენს სისხლის სამართლის დებულებებსა და წესდებებში), რომლებიც სდევნიდნენ რწმენისა და ურწმუნოებისათვის, ძალას ატანდნენ ადამიანის სინდისს, სახაზინო სამსახურს და სახაზინო შემოსავალს უკავშირებდნენ, ამა თ იმ სახელმწიფოებრივ-საეკლესიო ბანგის ჩამორიგებას. სახელმწიფოსაგან ეკლესიის სავსებით გამოყოფა – აი ის მოთხოვნა, რომელსაც სოციალისტური პროლეტარიატი თანამედროვე სახელმწიფოსა და თანამედროვე ეკლესიას უდგენს.
რუსეთის რევოლუციამ უნდა განახორციელოს ეს მოთხოვნა, როგორც პოლიტიკური თავისუფლების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ამ მხრივ რუსეთის რევოლუცია განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებშ იმყოფება, რადგან პოლიციურ-ბატონყმური თვითმპყრობელობის საზიზღარმა ბიუროკრატიზმმა სამღვდელოებაშიც კი უკმაყოფილება, მღელვარება და აღშფოთება გამოიწვია. თმცა ძალიან დაბეჩაცებული, ძალიან უმეცარი იყო რუსეთს მართმადიდებელი სამღვდელოება, მაგრამ ახლა ისიც კი გამოაღვიძა რუსეთის ძველი, შუასაუკუნებრივი წესწყობილების დამხობის ჭექა-ქუხილმა. ისიც კი მხარს უჭერს თავისუფელბის მოთხოვნას, პროტესტს აცხადებს ბიუროკრატიზმისა და მოხელეთა თვითნებობის წინააღმდებ, პოლიციური მაძებრობის წინააღმდებ, რაც “ღვთის მსახურთ” თავს მოახვიეს. ჩვენ, სოციალსიტებმა, მხარი უნდა დავუჭიროთ ამ მოძრაობას, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ პატიოსან და გულწრფელ სასულიერო პირთა მოთხოვნები, თავისუფლებაზე ლაპარაკში ჩავიჭიროთ ხოლმე ისინი და მოვთხოვოთ, რომ მათ გადაჭრით გასწყვიტონ ყოველგვარი კავშირი რელიგიასა და პოლიციას შორის. ან თქვენ გულწრბელნი ხართ, და მაშნ მხარი უნდა დაუჭიროთ სახელმწიფოსაგან ეკლესიის და ეკლესიისაგან სკოლის სრულ გამოყოფას, მხარი დაუჭიროთ სარწმუნოების სავსებით და უსათუოდ კერძო საქმედ გამოცხადებას. ანდა თქვენ არ იზიარებთ თავისუფლების ამ თანამიმდევარ მოთხოვნებს, – და მაშინ თქვენ, ცხადია, ჯერ კიდევ ტყვე ხართ ინკვიზიციის ტრადიციებისა; მაშინ, ცხადია, თქვენ ჯერ კიდევ ეტმასნებით სახაზინო ადგილებსა და სახაზინო შემოსავალს; მაშინ, ცხადია, თქვენ არა გწამთ თქვენივე იარაღის სულიერი ძალა, განაგრძობთ სახელმწიფო ხელისუფლებისაგან ქრთამის მიღებას, – მაშინ მთელი რუსეთის შეგნებული მუშები დაუნდობელ ბრძოლას გიცხადებენ.
სოციალისტური პროლეტარიატის პარტიის მიმართ რელიგია კერძო საქმე არ არის. ჩვენი პარტია მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის შეგნებულ, მოწინავე მებრძოლთა კავშირია. ასეთი კავშირი არ შეიძლება გულგრილად უყურებდეს და არც უნდა უყურებდეს გულგრილად შეუგნებლობას, უმეცრებას ან ბნელეთის მოციქულობას რელიგიურ რწმენათა სახით. ჩვენ მოვითხოვთ სახელმწიფოსაგან ეკლესიის სრულ გამოყოფას, რათა რელიგიურ ბურუსს წმინდა იდეური და მხოლოდ იდეური იარაღით, ჩვენი პრესით, ჩვენი სუტყვით ვებრძოლოთ> მაგრამ ჩვენი კავშრი, სხვათა შრის, ჩვენ დავაარსეთ სწორედ მუშების ყოველგვარი სარწმუნოებრივი გაბრიყვების წინააღმდეგ ამგვარი ბრძოლისათვის. ჩვენთვის იდეური ბრძოლა კერძო საქმე კი არა, საერთ პარტიული, საერთ პროლეტარული საქმეა.
თუ ასეა, რატომა რ ვამბობთ ჩვენს პროგრამაში, რომ ათეისტები ვართ? რატომ არ ვუკრალავთ ქრისტიანებსა და ღვთის მორწმუნეთ ჩვენს პარტიაშ შემოსვლას?
ამ კითხვის პასუხი უნდა განმარტავდეს იმ დიდმნიშვნელოვან განსხვავებას, რომელიც რელიგიის საკითხის ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ და სოციალ-დემოკრატიულ დაყენებას შორის არსებობს.
მთელი ჩვენი პროგრამა აგებულია მეცნიერულ და, ამასთანავე, სწორედ მატერიალისტურ მსოფმხედველობაზე. ამიტომ ჩვენი პროგრამის განმარტება აუციელბა სარწმუნოებრივი ბურუსის ჭეშმარიტი ისტორიული და ეკონომიური ფესვების განმარტებასაც შეიცავს. ჩვენი პროპაგანდა აუციელბალდ ათეიზმის პროპაგანდასაც შეიცავს; სათანადო მეცნიერული ლიტერატურის გამოცემა, რომელსაც აქამდე სასტიკად კრძალავდა და სდევნიდა თვითმპყრობელურ-ბატონყმური სახელმწიფო ხელისუფელბა, ახლა ჩვენი პარტიული მუშაობის ერთ-ერთ დარგს უნდა შეადგენდეს. ჩვენ, ალბათ, ახლა მოგვიხდებოდა გავყვეთ იმ რჩევას, რაც ენგელსმა ერთხელ გერმანელ სოციალსიტებს მისცა: გადმოთაგმნეთ და მასობრივად გაავრცელეთ XVIII საუკუნის გრანგული საგანმანათლებლო და ათეისტური ლიტერატურაო.
მაგრამ ამასთანავე ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ სარწმუნოებრივი საკითხის აბსტრაქტულ, იდეალისტურ, “წმინდა გონებრივ”, კლასთა ბრძოლის გარეშე დაყენებას, როგორც ამას ხშირად სჩადიან ბურჟუაზიული რადიკალ-დემოკრატები. სისულელე იქნებოდა იმის ფიქრი, თითქოს მუშათა მასების უსაზღვრო ჩაგვრასა და გაუხეშებაზე დამყარებულ საზოგადოებაშ შეიძლებოდეს რელიგიურ ცრურწმენათა გაფანტვა ცარიელი ქადეგებით. ბურჟუაზიული შეზღუდულობა იქნებოდა იმის დავიწყება, რომ რელიგიის მიერ კაცობრიობის ჩაგვრა მხოლოდ პროდუქტი და ანარეკლია საზოგადოების შიგნით არსებული ეკონომიური ჩაგვრისა. ვერავითარი წიგენბით და ვერავითარი ქადეგებით ვერ გავანათლებთ პროლეტარიატს, თ იგი კაპიტალიზმის ბნელი ძალების წინააღდეგ მისსავე საკუთარმა ბრძოლამ არ გაანათლა. ამ ქვეყნად სამოთხის დასამყარებლად ჩაგრული კლასის ამ ნამდვილი რევოლუციური ბრძოლის ერთიანობას ჩვენთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პროლეტარების აზრთა ერთიანობას ზეციური სამოთხის შესახებ.
აი რატომ არ ვაცხადებთ და არც უნდა ვაცხადებდეთ ჩვენს პროგრამაშ ჩვენს ათეიზმს; აი რატომ არ ვუკრძალავთ და არც უნდა ვუკრძალავდეთ პროლეტარებს, რომელთაც ძველ ცრურწმენათა ესა თუ ის ნაშთი შერჩენიათ, ჩვენს პარტიასთან დაახლოებას. მეცნიერულ მსოფმხედველობას ჩვენ ყოველთვის ვიქადაგებთ; რომელიმე “ქრისტიანთა” არათანმიმდევრობასთან ბრძოლა ჩვენთვის აუცილებელია, მაგრამ ეს სრულადაც იმას არ ნიშნავს, თითქოს საჭირო იყოს რელიგიის საკითხი დავაყენოთ პირველ ადგილას, რომელიც მას სრულიადაც არ ეკუთვნის, საჭირო იყოს ნამდვილი რევოლუციური, ეკონომიური და პოლიტიკური ბრძოლის ძალთა დაქსაქსვა რაღაც მესამეხარისხოვან აზრთა თუ ბოდვათა გულისთვის, რომელთაც ყოველგვარ პოლიტიკურ მნიშვნელობას სწრაფად უკარგავს, სწრაფად გადაისვრის ხოლმე ხარახურის საკუჭნაოში თვით ეკონომიური განვითარების მსვლელობა.
რეაქციული ბურჟუაზია ყველგან ზრუნავდა და ახლა ჩვენშიც იწყებს ზრუნვას, რათა გააღვივოს რელიგირური შუღლი, რათა მასების ყურადღება მიმართოს ამ მხრივ და დააშროს იმ ნამდვილად მნიშვნელოვან და ძირითად ეკონომიურ და პოლიტიკურ საკითხებს, რომელთაც ახლა პრაქტიკულად სწყვეტს თავის რევოლუციურ ბრძოლაში გაერთიანებული სრულიად რუსეთის პროლეტარიატი.  პროლეტარულ ძალთა დაქსაქსვის ამ რეაქციულმა პოლიტიკამ, რომელიც დღეს თავს ჩენს, უმთავრესად, შავრაზმული დარბევებით, შეიძლება ხვალ რაიმე უფრო მოქნილი რეფორმები მოიგონოს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მას დავუპირისპირებთ პროლეტარული სოლიდარობისა და მეცნიერული მსოფმხედველობის დინჯად, მტკიცედ და მოთინებით ქადაგებას, რაც სრულიად თავისუფალია მეორეხარისხოვან უთანხმოებათა გამწვავებისაგან.
რევოლუციური პროლეტარიატი მიაღწევს იმას, რომ რელიგია სახელმწიფოსათვის მართლაც კერძო საქმედ იქცეს. და ამგვარ, შუასაუკუნებრივი ხავსისაგან გაწმენდილ პოლიტიკურ წყობილებაშ პროლეტარიატი გააჩაღებს ფართო, აშარა ბრძოლას ეკონომიური მონობის – კაცობრიობის რელიგიური გაბრიყვების ამ ნამდივლი წყაროს მოსასპობად.