ცნობიერებიზაცია

შესავალი

ათასწლეულების მანძილზე, თუ ათვლას იმ წერტილიდან დავიწყებთ, საიდანაც ცოდნის ფორმულირების მცდელობა იწყება, ჩვენ ვცხოვრობთ სიტუაციაში, სადაც ჩვენი, როგორც კოლექტიური სუბიექტის, როგორც არაინდივიდუალური ისტორიული აქტორის მიერ მოპოვებული ცოდნა [ცოდნა, როგორც ქმედების, როგორც განვითარების წინაპირობაგროვდება ვერტიკალურად, განცალკევებულად და ისტორიულად, არათანაბრად ხელმისაწვდომია. პერიოდულად, ზოგჯერ საუკუნეების მანძილზე იყინება-ვერ მატერიალიზირდება. ყოფაში განუხორციელებლობა, ცოდნის განვითარების დროში აცდენას იწვევს კაცობრიობის მატერიალისტურ განვითარებასთან მიმართებაში. წარმოვიდგინოთ რომ ცოდნა, რომელიც იქმნება განვითარებისათვის, გროვდება ერთგვარ ჭურჭელში, რომლის ზედაპირიც საკმაოდ არაგამჭვირვალეა, იმისთვის რომ შიგთავსის დანახვა თვალით მაინც გახდეს შესაძლებელი. პრაქტიკულად, ის გროვდება ბიბლიოთეკებში, დისციპლინებში, ეწყობა თაროებზე და მხოლოდ გარკვეულწილადაა ხელშესახები ადამიანების გარკვეული რაოდენობისათვის, რომლებიც იცვლებიან დროთა განმავლობაში, მაგრამ მონაცვლეობენ ცოდნის მიმღებთა კონკრეტულ კატეგორიაში და ყველა მცდელობა ამ კატეგორიის გაფართოების, უსუსური აღმოჩნდა ცოდნის არსებობის შემდგომი ლოგიკური საფეხურის განხორციელებისათვის - ესაა ამ არსებული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა - რაც ვერ მოხდება ამ ცოდნის სრულყოფილად გავრცელების გარეშე.
ცოდნის სრულყოფილად გავრცელებაში შეიძლება და უნდა მოვიაზროთ მხოლოდ ის, რომ პრაქსისის შედგომის ყოველგვარი მცდელობა კრახით დამთავრდება, თუ ეს ცოდნა განხორციელებამდე ცნობიერად არ იქნება ათვისებული ამ სამყაროში მცხოვრები აბსოლუტურად ყველა ადამიანის მიერ. ამაში, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვიაზროთ ის, რომ კაცობრიობის მიერ დაგროვილი ინფორმაციის მასშტაბური ათვისების პროცესი უნდა დაიწყოს. ამაში იგულისხმება მხოლოდ ის, რომ მსოფლიოს ყველა წერტილში, ადამიანებმა შეძლონ და დაიწყონ ისტორიული პროცესების მიერ მოტანილი, მნიშვნელოვანი ცოდნების გათავისების პროცესი . ცნობიერებიზაცია - ადამიანთა ისტორიული მდგომარეობისაგან, ანუ უთანასწორობის მდგომარეობისაგან ემანსიპაციისა და განთავისუფლების დინამიური პროცესია, რომელიც იწყება საზოგადოების  ქვედა საფეხურებიდან და ეტაპობრივად, უფრო და უფრო ძლიერი მოქმედების უნარს იძენს ზედასაფეხურებზე გავრცელებისათვის. როდესაც ცოდნის გავცელების საწყის წერტილადქვედასაფეხურებს ვსახავ, ამაში არ ვგულისხმობ კლასიკური ემანსიპატორული პოლიტიკის წმინდა მორალური კატეგორიის სულისკვეთებას, რომელიც საზრდოობს პრინციპით - მივცეთ მას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფორმულა მოკლებულია რაციონალურ საფუძველს, ეს მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ მე ეჭვი შემაქვს განვითარებისათვის ბრძოლის ყველა არსებულ სტატიკურ, მყარ პოზიციაში და ვცდილობ აბსოლუტურად სტერილურად შევხედო დღეს არსებულ უნიკალურ პოლიტიკურ და სოციალურ სიტუაციასამაში არც იმას ვგულისხმობ, რომ მხოლოდ ორთოდოქსულ-მარქსისტული იდეით უნდა მივუდგეთქვედასაფეხურებს, დავსახოთ რა ისინი ლეგიტიმაციის წყაროდ, გაბრაზდნენ ქვემოთ ყოფნაზე და იმ პოტენციური ძალის გამოყენებით, რაც მათ მათი რიცხოვნებისა და უკმაყოფილების შედეგად აუცილებლად ექნებათ, დაამსხვრიონ ექსპლუატაციის სისტემა ( რაც, ასევე არ ნიშნავს იმას, რომ ზემოთაღნიშნულ პოზიციას არ აქვს რადიკალურად ემანსიპატორული საფუძველი) არამედ, ამაში მე მოვიაზრებ იმ კონკრეტულ ცნობიერ მდგომარეობას, რომელიც დღეს, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სიტუაციაში გააჩნიათ ავთენტურად ჩაგრულებს, საზოგადოებისქვედაფენას - და ეს მდგომარეობა იმაზე მეტად გახსნილია ცოდნის მიღებისა და მისი პრაქტიკული განხორციელებისათვის, ვიდრე ადამიანთა მთელი ის კატეგორია, რომელზეც ესცოდნა“, როგორც პროდუქტი, ვითომ სამართლიანად ნაწილდება და რომლებიც ამ ცოდნას უფრო და უფრო მეტად აჟანგებენ ახალი, სრულიად გამოუყენებელი, „უაზროცოდნის შექმნით, რასაც მასპინძლობს აკადემია, როგორც ჩაკეტილი ძალაუფლებრივი სტრუქტურა (რადგან ცოდნის ფლობა გარემოში, სადაც ვიღაც მას არ ფლობს, თითქმის ყოველთვის ძალაუფლების საფუძველია).
ერთი შეხედვით ბუნდოვანი სტრატეგიაცოდნის გავრცელებისაძალიან რეალური და ხელშესახები ხდება მას შემდეგ, თუ გავიაზრებთ, რომ განათლება დღეს - მხოლოდ და მხოლოდ რეალობის დანახვა ან მისი აღწერა შეიძლება იყოს - ყველა სხვა განათლება, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ინსტიტუციონალური თუ აკადემიური სახით, მექანიზმია ადამიანებისათვის შრომის ბაზარზე ადგილის დამკვიდრებისა ან ყოფიერებას ჩამორჩენილი, არამატერიალიზებულიდაგროვებულიცოდნის კონსერვაციისა. თუ კარგად დავაკვირდებით დღევანდელ სიტუაციასგანათლება რადიკალურ შინაარსს შეიძენსგამოვარაიმეში დახელოვნების“ - ცოდნის დანაწილების მითიდან და გავრცელდება ჰორიზონტალური პრინციპით - აღწერს რა რეალობას და რეალობის მაწარმოებელ პროცესებს, რაც თანამედროვე სამყაროში ძალიან მოუხელთებელი და არაფიქსირებულია.
ჩვენ ვდგავართ ისეთი ტიპის გამოწვევების წინაშე, რომელზე პასუხიც თითქმის შეუძლებელია, რადგან ეს გამოწვევები აღარ მოდის ერთი წყაროდან. ისინი უმისამართო გამოწვევებია, ერთმანეთში ჩახლართული, გაუგებარი პროცესებია, რომლებიც ჩვენ უნდა ამოვხსნათ. ეს კითხვებია, რომლებსაც უნდა ვუპასუხოთ - და არცერთი ისტორიული პროცესი, არცერთი ისტორიული პერიოდის ანალიზი არ დაგვეხმარება ამის გაკეთებაში - ეს სიტუაცია პოლიტიკურად  და სოციალურად ისეთივე უნიკალურია, როგორც ყველა დანარჩენი ცალკეული ისტორიული სიტუაცია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ყველა სიტუაციათა ერთობლიობით მშვენივრად არ იკვრება ერთი საერთო ისტორიული სურათი, რომელზეც ამ პორტალზე მუდმივად ვისაუბრებთ და არც იმას, რომ ჩვენს მდგომარეობას გარკვეული დამამძიმებელი გარემოებები არ ემატება.
ადამიანის უფლებები -  ლინგვისტურადაც და პრაქტიკულადაც ისეთივე შტამპია სოციალურ ცხოვრებაში თუ პოლიტიკურ აზროვნებაში, როგორიცააპარლამენტი“, „პოლიტიკა“, „დემოკრატია“ , „კანონი“... და ასე შემდეგ. მსოფლიო საუბრობს ადამიანის უფლებებზე, როგორც უნივერსალურ ღირებულებებზე და შედეგად, ჩვენ ვხედავთ ამუნივერსალური ღირებულებებისუფრო და უფრო მეტად უგულებელყოფას, მათ დაყვანას ცალკეულ მაგალითებამდე, ინდივიდუალისტურ მოდელებამდე, დიფერენცირების პოლიტიკამდე, მაშინ როდესაც შენიღბულია მასობრივი ექსლუატაცია.  ილუზია , რომჩვეულებრივიადამიანი დაცულია, ქმნისსაჭიროებას“ „განსხვავებულისდაცვისა -  ეს ყველაფერი აბსურდია, რადგან:  „ჩვეულებრივიადამიანი არ არსებობს - თუ ჩვენ გამოვალთ იმ დაშვებიდან, რომ ყველა უნიკალურია და თანასწორობის პრინციპი სწორედ ეს უნიკალურობაა; ხოლო იმას, რომ  „ჩვეულებრივიადამიანი არ არის დაცული, დამტკიცება არ სჭირდება. დაცული მხოლოდ პრივილეგირებული ადამიანია  და არა  „სხვანაირიადამიანი, რადგან პრივილეგირებულობა ფუნდამენტურადდროებითიმდგომარეობაა (და რაც უფრო დიდხანს გრძელდება ის, მით მეტად დაავადებულია სოციალური გარემო) ერთი სიტყვით, ეს მდგომარეობა ოდესმე შეცვლადია და მას ვერ მივიღებთ ადამიანთა ბუნებით მდგომარეობად, ის ოდესმე აუცილებლად შეიცვლება - მაშინ როცა შესაძლებელი გახდება ცოდნის მატერიალიზება არა ფრაგმენტულად, არამედ მთლიანად; არა გამოყენებითი მოსაზრებით, არამედ განვითარების მოლოდინით; როცა ადამიანები შეძლებენ, თავი დააღწიონ ძალაუფლებრივ დისკურსებს; როცა შეძლებენ - გააცნობიერონ მათი საკუთარი მდგომარეობა - რაც თითქმის წარმოუდგენელია მათთვის კონკრეტული ეკონომიკური საჭიროებების მიწოდების გარეშე. წინამდებარე ბლოგი, ექსპერიმენტული ხასიათისაა და სწორედ ამ აქსიომის შემოტრიალებას დააკვირდება - შესაძლებელია თუ არა, კულტურული ექსპერიმენტით, რაცცნობიერებიზაციასგულისხმობს, ეკონომიკური ცხოვრების წესზე შეძლებისდაგვარად რეაგირება.მსოფლიო საუბრობს წინსვლაზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე, სხვადასხვა მიღწევებზე, მაშინ როცა სოციალური ცხოვრება და ადამიანის აზროვნება გაცილებით რეგრესულია გასული საუკუნის აზროვნებასთან დროითი შეფარდებით, ანუ შეფარდებით დღევანდელი პოლიტიკური თუ სოციალური აზროვნებისა და მდგომარეობისა წინა საუკუნეებში დასახული პერსპექტივების განხორციელების რეალურ შესაძლებლობებთან. მეოცე საუკუნის განმანთავისუფლებელი მოძრაობების მთელი ინტელექტუალური თუ პრაქტიკული წვლილი გადაიფარა და შეიძლება ითქვას, დაიკარგა ლიბერალური იდეების სტანდარტიზებული კვლავწარმოებით, ტრაფარეტული მზა პოზიციებით და ამდენი უსარგებლო არასამთავრობო ორგანიზაციით. ეს სისტემა ვერ მუშაობს. ეს სისტემა აბსოლუტურად სიმულაციურია და მის მიერ შექმნილი სიტუაცია სავალალოა. ჩვენ ვიმყოფებით სავალალო მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენგანს აღარ აქვსმონისსტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენგანს განათლების და ხმის უფლება აქვს. ჩვენ სულ სხვა ტიპის მონები ვართ, ჩვენ ვართ ახალი, პოსტინდუსტრიული ტექნოკრატიული საუკუნის მონები, ჩვენი ქაღალდზე გაფორმებული უფლებები კი არაფრისმომცემია, რადგან თავად განათლება, და არჩევნებია არაფრისმომცემი, გარდა ერთისა - ამ ელემენტებმა (დიახ, ისინი მხოლოდ ელემენტებია) შესაძლოა, თავი მეტად უსაფრთხოდ გვაგრძნობინოს ამ ილუზორულ მდგომარეობაში.ყველა შესაძლებლობა, რომელსაც დღეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები იძლევა, ლიმიტირებული და პროგრამირებულია, განვითარების თითქმის ყველა შესაძლო ვარიანტი ავტომატურად მიყვება ამ განსაზღვრულ მარშრუტს და ამას არაფერი აქვს საერთო კონსპირაციულ ვარაუდთან, ეს ძალიან მკვეთრი და ლოგიკური შედეგია ისტორიული სიტუაციისა.
ის, რაც ჩვენ ისტორია გვგონია, სინამდვილეში ისტორიული სიტუაციაა. ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაკლია, საკითხისადმი კრიტიკულად მიდგომის უნარია, რომელსაც ნელ-ნელა უფრო გადავეჩვევით, გარშემო იმდენი მზა პოზიციაა და იმდენად ნაკლები დრო, რომ რამეში ეჭვი შევიტანოთ. Critical consciousness - კრიტიკული ცნობიერება - სიტყვა-სიტყვით, ასე ითარგმნება წინამდებარე ბლოგის, (რომელსაც ჩვენ [ამ ბლოგის ავტორთა კოლექტივი] უფრო ვირტუალურ გაზეთს დავარქმევდით) სახელი "Conscientização" ბრაზილიელი განმანათლებლის, პაულო ფრეიერის ტერმინიაConscientização - ეტიმოლოგიურადგაცნობიერებასთანაადაკავშირებული - შეგვიძლია ის ვთარგმნოთ, როგორცცნობიერებიზაცია“. როგორც ზემოთ განვმარტეთ, ეს ტერმინი მოიცავს პროცესს და არა რაიმე სტატიკური შინაარსის მატერებელ ცნებას, ის მოიცავს გაცნობიერების და მოქმედების პერიოდს, რომელიც დინამიურია და ვრცელდება, და რომელიც მხოლოდ კრიტიკული რეფლექსიის გამომუშავებითაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს, გააცნობიერო ის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა, რომელშიც ცხოვრობ - გააცნობიერო როგორ მუშაობს შენს გარშემო ფუნქციონირებადი მექანიზმები, როგორ ხორციელდება ძალაუფლებრივი ურთიერთობები, როგორია წარმოების წესი იმისა, რასაც  მოიხმარ, და რაზეც ხელი ვერ მიგიწვდება. გაცნობიერება კი მოქმედებასაც გულისხმობს. შეიძლება ითქვას, ყოველივე ამის გარეშე, ჩვენ უბრალოდ  არაცნობიერ მდგომარეობაში ვიმყოფებით და თუ გვინდა განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა, თუ გვინდა ბრძოლა განთავისუფლებისათვის, ჩვენ ცნობიერ მდგომარეობაში უნდა შევიდეთ. ეს ურთულესი პროცესია- ემანსიპაცია თავიდან დაბადებას ჰგავს და ასეთივე მტკივნეულია, თუმცა თავისუფლებისა და სამართლიანობის შეგრძნების იმ მწვერვალს, რომელსაც [ჯერ-ჯერობით] მხოლოდ გონებით შეგიძლია მიაღწიო, ვეღარასოდეს ჩაენაცვლებათავისუფლებისის ტრაფარეტული, ვულგარული ექსპერიმენტები, რომლებითაც ძალიან წარმატებულად ვიტყუებთ თავს ჩვენს უშინაარსო ყოველდღიურობაში.
ის, რაც ერთი შეხედვით ბუნდოვნად , განსახორციელებლად არარეალურად, ან იდეალისტურად ჟღერს, სინამდვილეში ძალიან რეალურია - ეს არის ჩვენი ყოფა, ჩვენი ყოფის მაწარმოებელი პროცესების შესწავლა და მათზე დაკვირვება, საკუთარი ლიმიტირებული წარსულის და აწმყოს აღმოჩენა, ისტორიული პროცესების სრულიად ახალ ჭრილში დანახვა. ახალგაზრდა ქალი ავტორების მიერ შექმნილი ვირტუალური გაზეთი იქნება თავისუფალი და ხელმისაწვდომი ვირტუალური საგანმანათლებლო სივრცე -  შეეცდება ლოკალური მასშტაბით გადამწყვეტი როლი შეასრულოს ცოდნის ჰორიზონტალური გავრცელების საქმეში,  ყოველივე ზემოთხსენებული  გაცილებით მეცნიერულად და  არგუმენტირებულად, დროსთან აბსოლუტურად ადექვატურად, ყოველდღიურობაში დაგვანახოს. გაგვაცნობს იმ ნაშრომებს, ავტორებს და ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი აქვთ შეტანილი სოციალური უფლებებისთვის ბრძოლისა და ემანსიპატორული მოძრაობის ისტორიაში, რადგან ის, რაც ჩვენ ისტორია გვგონია, სინამდვილეში ისტორიული სიტუაციაა  - „დომინაციისა და დამორჩილების კონფიგურაციული სიტუაცია“ და სწორედ აქედან გამომდინარე, ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ალექსანდრა აროშვილი